აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II- ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მუდმივი ცვლილებების სამყაროში ის იყო სიამაყის წყარო ბრიტანელების თაობებისთვის, მათ შორის ბევრისთვის, ვისაც არასდროს უნახავს თავისი ქვეყანა მის გარეშე. დედოფალ ელისაბედ II-ისადმი მტკიცე აღფრთოვანებამ გააერთიანა თანამეგობრობის ხალხი. მისი მეფობის შვიდი ათწლეული კაცობრიობის უპრეცედენტო წინსვლისა და ადამიანური ღირსების წინსვლის ეპოქის მოწმე იყო. დედოფალი ელისაბედ II შეუდარებელი ღირსების მქონე სახელმწიფო მოღვაწე იყო, რომელმაც გააღრმავა ალიანსი გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის. მან ხელი შეუწყო იმას, რომ ჩვენი ურთიერთობი განსაკუთრებული გამხდარიყო“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.