კანადაში თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავების შემდეგ გარდაიცვალა

კანადაში თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავების შემდეგ გარდაიცვალა

კანადაში, მასობრივ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მაილს სანდერსონი დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სანდერსონი სასკაჩევანის პროვინციაში, გზატკეცილზე დევნის შედეგად დააკავეს, რის შემდეგაც მას „სამედიცინო დისტრესი“ განიცადა და მოგვიანებით გარდაიცვალა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

6 სექტემბერს სამართალდამცველებმა მაილსის ძმის, 31 წლის დემიენ სანდერსონის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ასევე ეჭვმიტანილი თავდასხმაში.

ძმები 4 სექტემბერს, კანადელი ინდიელების კომუნაში და სოფელ უელდონში 13 სხვადასხვა ადგილას ათობით ადამიანს დაესხნენ თავს. ისინი დანებით იყვნენ შეიარაღებულები. შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. 3 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.