ევროკომისია გაზის ფასის შეზღუდვის ზომებს სწავლობს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული სააგენტო dpa ევროკომისიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, არსებობს შესაძლებლობა შეთანხმდეს რუსეთიდან გაზის მაქსიმალური ფასი. კიდევ ერთი ვარიანტი, როგორც დოკუმენტის ავტორები ამბობენ, არის გაზის ფასის დაფიქსირება ევროპულ სავაჭრო მოედნებზე.
ეს ნაბიჯი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გადაუდებელი ზომა. პირველი შესაძლებლობის განხორციელებისას გაზის საფასურის ზღვარი შეიძლება განისაზღვროს სპეციალური კანონით.