ლიზ ტრასმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს

ლიზ ტრასმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.

„მე გავხდი პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც [სატელეფონო] საუბარი გამართა ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან, ლიზ ტრასთან“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.

„მადლობა გადავუხადე ბრიტანელ ხალხს უკრაინის თავდაცვითი და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთი მზად იყოს მისი შემდგომი გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.