კულება: მოვითხოვეთ და მოვითხოვთ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას

კულება: მოვითხოვეთ და მოვითხოვთ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიციის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება გააგრძელებს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების მოთხოვნას.

„ჩვენ მოვითხოვეთ და მოვითხოვთ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას. მხოლოდ იმიტომ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ არის მზად ამ გადაწყვეტილების მისაღებად, არ ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვერასდროს მიიღებენ. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ რუსეთი იყოს აღიარებული ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ-ჟან პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებამ შეიძლება შეასუსტოს უკრაინის მხარდაჭერა და ზიანი მიაყენოს ჰუმანიტარულ ძალისხმევას.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.