გასულ წელს, სახელმწიფო გადატრიალების სავარაუდო მცდელობისთვის, ბელარუსში ხუთ ადამიანს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 2021 წლის აპრილში განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ დაგეგმილი გადატრიალება და „მკვლელობის“ მცდელობა აღკვეთეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, დამნაშავედ ცნეს სახალხო ფრონტის ლიდერი რიგორ კასტუშევი და ამერიკელი იურისტი იური ზიანკოვიჩი. პირველს 10-წლიანი („არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა“), ხოლო მეორეს 11-წლიანი პატიმრობა („ექსტრემისტული ჯგუფის შექმნისა და ხელმძღვანელობისთვის“) შეეფარდა. 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პოლიტოლოგსა და ლიტერატურათმცოდნე ალექსანდრ ფედუტას, კიდევ ორ ბრალდებულს კი 2,5-2,5 წლით პატიმრობა მიესაჯა.