კანადაში თავდასხმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

კანადაში თავდასხმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

კანადაში, სასკაჩევანის პროვინციაში თავდასხმების სერის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ამის შესახებ CBC იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტები 4 სექტემბერს, კანადელი ინდიელების კომუნაში და სოფელ უელდონში, 13 სხვადასხვა ადგილას მოხდა. თავდამსხმელები დანებით იყვნენ შეიარაღებულები. პოლიციამ მათი ფოტოები გაავრცელა და ვინაობა გაასაჯაროვა. ეს 31 წლის დემიენ სანდერსონი და 30 წლის მაილზ სანდერსონია. სავარაუდოდ ისინი ძმები არიან.

თავდამსხმელები გაქცევა შეძლეს, ისინი კვლავ შეიარაღებულები არიან. სამართალდამცველებმა რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.