დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა

დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა

დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრის და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

პარტიის ლიდერობისთვის საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი ლიზ ტრასი და ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი იბრძვიან.

ბორის ჯონსონის შემცვლელის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. რიში სუნაკი ან ლიზ ტრასი მოვალეობის შესრულებას 6 სექტემბერს, დედოფლის მიერ ახალი პრემიერის დამტკიცების შემდეგ დაიწყებენ. ამის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას დაიწყებს.

7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ მთავრობის მეთაურის თანამდებობას დატოვებს.