არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი, კრისტინა კირშნერი მკვლელობას გადაურჩა მას შემდეგ, რაც თავდამსხმელს გასროლისას იარაღმა უმტყუნა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს ახლო მანძილიდან სახეში უმიზნებს, თუმცა გასროლა ვერ მოახერხა, რადგან იარაღმა უმტყუნა.
არგენტინული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია. ის 35 წლის ბრაზილიელია. თავდასხმის მოტივები ჯერ უცნობია.