ბრაზილიაში ერთ-ერთი ტომის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელიც ბოლო 26 წლის განმავლობაში სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა, გარდაიცალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 60 წლამდე კაცის ცხედარი 23 აგვისტოს, მისი ქოხის გვერდით, ჰამაკში აღმოაჩინეს. სავარაუდოდ ის ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა, რადგან ცხედარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.
გარდაცვლილს „ორმოს კაცს“ ეძახდნენ, რადგან ის ღრმა ორმოებს თხრიდა. ზოგს ნადირობისთვის იყენებდა, ზოგს კი სამალავ ადგილად. მისი ტომი ბოლივიასთან საზღვარზე ცხოვრობდა. მათი უმეტესობა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში პლანტატორებმა მოკლეს, რომლებსაც საკუთარი მიწის გაფართოება სურდათ. ტომის ბოლო 6 წარმომადგენელი 1995 წელს მოკლეს. მას შემდეგ „ორმოს კაცი“ მარტო ცხოვრობდა და გარე სამყაროსთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. ცნობილია, რომ მას სიმინდი, პაპაია და ბანანები მოჰყავდა.
მისი უსაფრთხოების მიზნით მასზე მონიტორინგს ბრაზილიის ადგილობრივი საქმეების სააგენტო (Funai) ახორციელებდა მონიტორინგს. 1998 წელს, სამინისტროს თანამშრომლები მას შემთხვევით შეხდნენ ტყეში. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც „ორმოს კაცის“ გადაღება მოხერხდა.
ბრაზილიის კონსტიტუციის მიხედვით, ადგილობრივ ტომებს მათ ტრადიციულ მიწებზე ცხოვრების უფლება აქვთ. ამიტომ ისინი, ვისაც ამ მიწების მითვისება სურთ, ხშირად კლავენ ტომების წარმომადგენლებს. ქვეყანაში დაახლოებით 240 ტომია. ბევრი მათგანს არალეგალური ფერმერობისა და ტყის ჭრის გამო საფრთხე ემუქრება.