ინგრედიენტები
400 გრამი ქამა სოკო
50 გრამი კარაქი
150 გრამი სულგუნი
გემოვნებით მარილი
მომზადება
კარგად გარეცხეთ და გაარჩიეთ სოკო დატოვეთ მხოლოდ ქუდები.
ქუდები ერთ ფენად ჩააწყვეთ მუცლით ზემოთ კეცზე და მოაყარეთ მარილი თქვენი გემოვნებით თითოეულ ქუდში ჩადეთ კუბებად დაჭრილი კარაქი და სულგუნი.
კეცი შედგით ღუმელში 250 გრადუსზე 10-15 წუთით სანამ სულგუნი კარგად არ მოიბრაწება.