ფარული იარაღის სამალავები თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის (ვიდეო)

ფარული იარაღის სამალავები თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის (ვიდეო)

სამეგრელოში აღმოჩენილი ფარული იარაღის სამალავები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებას არ ეკუთვნის.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ყველა ტიპის შეიარაღება, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებებიც, რაც აუცილებელია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის, აღრიცხული და სრული კონტროლის ქვეშაა: „როგორც იკვეთება, აღმოჩენილი სამალავები არის არალეგალური იარაღის დეპო, სადაც გამოძიებისთვის ბევრი ახალი გარემოება იქნება აღმოჩენილი“