ბრიტანულმა დაზვერვამ, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, მონაცემები განაახლა. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა, თითქმის დანამდვილებით, შექმნა სახმელეთო ჯარების ახალი დიდი ფორმირება - მე-3 არმიის დივიზია.
„რუსეთი, სავარაუდოდ, გეგმავს დივიზიის დიდი ნაწილის შევსებას ახლადშექმნილი „მოხალისე“ ბატალიონებიდან, რომელთა რაოდენობაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იზრდება“, - აღნიშნულია განახლებულ ანგარიშში.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ომში წასვლის მსურველთა მიზიდვას ფულადი წახალისებით ცდილობს. ახალ სამხედრო ჯგუფებში დარეგისტრირება 50 წლამდე ასაკის კაცებს შეუძლიათ. მათ საშუალოზე მაღალი განათლება არ მოეთხოვებათ.
როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ინიციატივამ რუსეთისთვის გადამწყვეტი როლი შეასრულოს, ვინაიდან უკრაინაში ადამიანები ამას ნებაყოფლობით, მხოლოდ ენთუზიაზმით აკეთებენ და არა ფინანსური დაინტერესებით.