საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის აეროპორტში, სამართალდამცველებმა დანით შეიარაღებული კაცი მოკლეს, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
„დღეს დილით, შარლ დე გოლის აეროპორტში, პოლიციამ გაანეიტრალა პირი, რომელსაც დანა ეჭირა და იმუქრებოდა“, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
შემთხვევა ტერმინალ 2F-ში მოხდა.
„უსახლკარო ადამიანი აწუხებდა უსაფრთხოების აგენტებს და მის გასაყვანად, სასაზღვრო პოლიცია გამოიძახეს“, - აცხადებს აეროპორტის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
მედიის ცნობით, კაცმა პოლიციელების შეურაცხყოფა დაიწყო და დანა ამოიღო. „ამის შემდეგ, პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა იარაღი გამოიყენა“, - უყვება ერთ-ერთი თვითმხილველი მედიას.