დმიტრო კულება: რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ „შიმშილის თამაშებს“ არ ვთამაშობთ - თუ რუსეთი შეთანხმებას არ დაარღვიებს, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა

დმიტრო კულება: რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ „შიმშილის თამაშებს“ არ ვთამაშობთ - თუ რუსეთი შეთანხმებას არ დაარღვიებს, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით, უკრაინა, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში სურსათის ექსპორტის სტაბილურობის გარანტად დარჩება.

„უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის თურქეთის პორტში შესვლა დამაიმედებელია ახლო აღმოსავლეთისთვის, აფრიკისა და აზიის ყველა ოჯახისთვის: უკრაინა არ მიგატოვებთ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების საიმედო მიმწოდებელი. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ „შიმშილის თამაშებს“ არ ვთამაშობთ. თუ იგი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.