მექსიკაში, სან-ლუის-პოტოსის შტატში შეიარაღებული დაჯგუფების წევრები საპოლიციო ღონისძიების დროს სამართალდამცველებს დაესხნენ თავს, ორმხრივ სროლას 13 ადამიანი ემსხვერპლა.
„დაჯგუფების 13 წევრი მოკლულია, კიდევ ორი თავდამსხმელი დაკავებულია“, - აცხადებენ პოლიციაში.
სპეცოპერაცია მუნიციპალიტეტში ორი ქალის დაკავების შემდეგ დაიწყო, რომლებმაც განაცხადეს, რომ ადამიანების უკანონო დაკრძალვაში მონაწილეობდნენ, და პოლიციას დაკრძალვის ადგილზე მიუთითეს.
ორმხრივი სროლის ადგილიდან პოლიციამ 27 ავტომატი და შაშხანა ამოიღო.