ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები ან ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ან საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა.

პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ პირდაპირი მუქარის შემდეგ, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია დაიწყეს.

ტერორისტული დაჯგუფება ისრაელს თავდასხმით ემუქრებოდა „დასავლეთ სანაპიროზე“ მისი ლიდერის დაპატიმრების საპასუხოდ.

ღაზის სექტორში ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის არმიამ პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური, ტაისირ ჯაბარი გაანადგურა.

როგორც ისრაელური მედია იუწყება, საჰაერო დარტყმების შედეგად, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია 20-მდე ტერორისტი.

ისრაელის არმია ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეებზე დარტყმას ავიაციისა და დრონების მეშვეობით ახორციელებს.