უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი კიევს დანებებას და მათ მიერ შეთავაზებული „მშვიდობის“ მიღებას სთავაზობს. როგორც ის აღნიშნავს, რუსეთი მხოლოდ ულტიმატუმების ენით საუბრობს. მისივე თქმით, უკრაინას ეს ომი არ დაუწყია, თუმცა აუცილებლად დაასრულებს.
„ჩვენ ამ ომს მოვიგებთ. ნებისმიერი ომი მოლაპარაკებებით მთავრდება. თუმცა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ გზა ამ დიალოგისკენ არის გრძელი და სამწუხაროდ, ძალიან სისხლიანი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პუტინი არის ტერორისტი და მასთან დიალოგი შეუძლებელია.
„ისინი მუდამ საუბრობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, მაგრამ ეს სიცრუეა. რა დიალოგია ეს? ისინი ჩვენ ხელ-ფეხს გვიკრავენ. ენას ამოგვაგლეჯენ და შემდეგ მზად არიან სალაპარაკოდ. ეს არ არის დიალოგი. ის ტერორისტია, რომელიც ძალას გრძნობს და ადამიანის სიცოცხლის მიმართ დაუნდობელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.