რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები დღეს სოჭში შეხვდებიან. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოლაპარაკების შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას არ გამართავენ.
„ჩვენ ფაქტობრივად პრესკონფერენციისთვის მზად ვიყავით, მაგრამ თურქულ მხარეს ამისთვის დრო არ აქვს", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ბოლო ერთი თვის განმავლობაში ერთმანეთს უკვე მეორედ ხვდებიან.