ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიამ ტაივანის მახლობლად მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.
ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ დაგეგმილი მანევრები ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყო და 7 აგვისტომდე გაგრძელდება.
ჩინეთის ხელისუფლება აფრთხილებს უცხო ქვეყნის გემებსა და თვითმფრინავებს, არ დაარღვიონ იმ რაიონების სივრცე, სადაც სამხედრო წვრთნებია გამოცხადებული.
ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ ჩინეთში აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტს არ არღვევს, ხოლო ოფიციალური პეკინი ვიზიტს პროვოკაციად აფასებს და საკუთარ სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დასაცავად ყველა აუცილებელი ნაბიჯის გადადგმას აანონსებს.