ტაივანში ვიზიტის შემდეგ, სამხრეთ კორეაში ვიზიტით მყოფი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი დღეს ჩრდილოეთ კორეასთან საზღვარზე გამგზავრებას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ (AFP) ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ოფიციალური პირის განცხადებით, ნენსი პელოსი დღეს დემილიტარიზებულ ზონას ეწვევა.
სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან შეხვედრისას ნენსი პელოსიმ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის პროგრამა განიხილა.
მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მზარდი საფრთხეების გამო.