მიხაილ პოდოლიაკმა რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის საჭირო ოთხი კომპონენტი დაასახელა

მიხაილ პოდოლიაკმა რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის საჭირო ოთხი კომპონენტი დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის საჭირო ოთხი კომპონენტი დაასახელა.

„რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის საჭიროა სწორი პოზიცია. ის ოთხი კომპონენტისგან შედგება:

1. შორი მოქმედების არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ATACMS-ის რაკეტები, რათა რუსეთის ლოგისტიკა გავანადგუროთ;
2. საჰაერო თავდაცვის სისტემები ქალაქების დასაცავად;
3. მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები - საუკეთესო მონადირეები;
4. ჯავშანტექნიკა კონტრიერიშებისთვის“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.