ტაივანში შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ვიზიტის გასაპროტესტებლად, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების ელჩი ნიკოლას ბერნსი დაიბარეს.
ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ პელოსის „ვიზიტის ბუნება უკიდურესად მანკიერია“ და „ჩინური მხარე გულხელდაკრეფილი არ იქნება“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი განაცხადა, რომ აშშ-მა საკუთარი შეცდომისთვის ფასი უნდა გადაიხადოს.