უკრაინის ქალაქ ოდესის პორტი მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა სიმინდით დატვირთულმა გემმა ოდესა ადგილობრივი დროით 8:30 საათზე დატოვა. მათივე ცნობით, გემი ლიბანში მიემართება.
სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინამ, თურქეთმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ხელი მოაწერეს ინიციატივას უკრაინის პორტებიდან - „ოდესა“, „ჩერნომორსკი“ და „პივდენე“ (ე.წ. სამხრეთის პორტი) მარცვლეულისა და საკვების უსაფრთხო ტრანსპორტირების შესახებ.