აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისადმი ნდობის რეიტინგი 38%-მდე დაეცა. ამერიკელთა 45% კატეგორიულად არ ეთანხმება ბაიდენის მუშაობას, ხოლო მის კურსს სრულად მხოლოდ 13% იზიარებს.
ბაიდენზე დაბალი მეექვსე კვარტლის მაჩვენებელი აშშ-ის პირველი ვადით არჩეულ არცერთ პრეზიდენტს არ ჰქონია.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბაიდენისადმი ნდობის რეიტინგი 40%-ზე დაბლა დაეცა. მისმა რეიტინგმა კლება 2021 წელს დაიწყო - სექტემბრიდან მიმდინარე წლის ივნისამდე, მისდამი ნდობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ 40%-დან 43%-მდე მერყეობდა.
კვლევა ამერიკულმა ანალიტიკურმა და საკონსულტაციო კომპანია Gallup-მა, 5-26 ივლისს ჩაატარა.