გიტანას ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვა უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გაუწევს

გიტანას ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვა უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გაუწევს

უკრაინის არმია ლიეტუვასგან 10 სამხედრო ჯავშანმანქანას და საბრძოლო მასალებს მიიღებს.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ვილნიუსი კიევს ლიეტუვაში წარმოებულ ანტიდრონებსაც გადასცემს, რაც მტრის იერიშებისგან დასაცავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.