ბაღდადში, ასობით დემონსტრანტმა - მუქტადა ას-სადრის მხარდამჭერებმა უმაღლეს დონეზე მობილიზებული დაცვის ხაზი გაარღვიეს და ერაყის პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, - ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-კადიმიმ მომიტინგეებს მოუწოდა, შენობა დაეტოვებინათ, თუმცა ხალხი შენობაში სიმღერას, ცეკვასა და მაგიდებზე წამოწოლას არ წყვეტდა.
სადრი შიიტი სასულიერო პირია, რომელსაც სურს, შეწყდეს აშშ-ისა და ირანის გავლენა ერაყის საშინაო საქმეებზე. ის თავს გასული წლის ოქტომბერში გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს და კონკურენტებთან ერთად მუშაობაზე უარს ამბობს. შესაბამისად, შეუძლებელი აღმოჩნდა ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნა.