დღეს, 28 ივლისს, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა.
2021 წელს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა ინიციტივით, დაწესებულიყო ახალი სახელმწიფო დღესასწაული, რომელიც 28 ივლისს აღინიშნებოდა. ამის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.
წელს, 2022 წლის 31 მაისს, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის ფონზე, უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლითაც უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღედ, სახალხო დღესასწაულად, 28 ივლისი დაწესდა.
უკრაინის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის საწყისი წერტილი კიევის რუსეთისა და დღევანდელი უკრაინის დედაქალაქ კიევის დაარსების წელია. ამიტომ, ახალი დღესასწაული კიევის რუსეთის ქრისტიანობაზე მოქცევის დღეს უნდა აღინიშნებოდეს.