ჩრდილოეთ ფილიპინებზე, აბრას პროვინციაში, 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები, ადგილობრივი დროით, 8:43 საათზე დაფიქსირდა. დაღუპულია 4 და დაშავებულია 60-მდე ადამიანი, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
მიწისძვრამ მცირე მეწყერიც გამოიწვია, რის გამოც, რამდენიმე სახლი ჩამოინგრა.
ადგილობრივი ოფიციალური უწყებებისა და მოსახლეობის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ზოგიერთი შენობა მთლიანადაა დანგრეული, ზოგი კი - დაზიანებული.
დაზიანდა მანქანები და გზებიც.