ფლორიდის შტატში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ამერიკელები მუხლს მხოლოდ ღმერთის წინაშე იყრიან“.
„ჩვენ არ გავტყდებით, არ დავთმობთ, არასდროს დავიხევთ უკან. სანამ ჩვენ თავდაჯერებულები და ერთიანები ვართ, ტირანებს, რომლებსაც ჩვენ ვებრძვით, შანსი არ აქვთ. იმიტომ, რომ ჩვენ ამერიკელები ვართ და ამერიკელები მუხლს ღმერთის და მხოლოდ ღმერთის წინაშე იყრიან“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.