სერგეი ლავროვი: დასავლელი მეზობლები რაღაც ეტაპზე მაინც მიხვდებიან აბსოლუტურ კონტრპროდუქტიულობასა და საფრთხეს, რომელსაც უკრაინის შეიარაღების თანამედროვე სახეობებით მომარაგება გამოიწვევს

სერგეი ლავროვი: დასავლელი მეზობლები რაღაც ეტაპზე მაინც მიხვდებიან აბსოლუტურ კონტრპროდუქტიულობასა და საფრთხეს, რომელსაც უკრაინის შეიარაღების თანამედროვე სახეობებით მომარაგება გამოიწვევს

სერგეი ლავროვის მორიგი განცხადების ადრესატი დასავლეთია. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაში, რუსეთს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხს შეეხო და მას კონტრპროდუქტიული უწოდა.

„გამოვდივართ იქიდან, რომ ჩვენი დასავლელი მეზობლები რაღაც ეტაპზე მაინც მიხვდებიან აბსოლუტურ კონტრპროდუქტიულობასა და საფრთხეს, რომელსაც გამოიწვევს უკრაინის მომარაგება შეიარაღების თანამედროვე სახეობებით, უკრაინის რეჟიმის წახალისებით, განაგრძოს უგუნური ქმედებები სამოქალაქო პირებზე, თავისივე მოქალაქეებზე თავდასხმით. ვიმედოვნებ, რომ მიუხედავად ამისა, ცხოვრება მათ აიძულებს მიუკერძოებლად შეხედონ ფაქტებს, უარი თქვან ხელოვნურად გამოგონილ კონფრონტაციულ ტაქტიკასა და სტრატეგიაზე და ჯობს, დაკავდნენ ევროპული პრობლემებით“, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.