სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ცოტა ხნის წინ დონბასში ორი ამერიკელი დაიღუპა

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ცოტა ხნის წინ დონბასში ორი ამერიკელი დაიღუპა

აშშ-ის ორი მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ უკრაინის მხარეს იბრძოდა, ცოტა ხნის წინ დონბასში დაიღუპა, - ამის შესახებ ABC News-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ორი ამერიკელი ცოტა ხნის წინ დონბასში დაიღუპა. უკვე დავუკავშირდით მათ ოჯახებს და საჭირო დახმარებას ვუწევთ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

გარდაცვლილთა ვინაობა არ სახელდება.

აპრილის ბოლოს უკრაინაში მიმდინარე ომს 22 წლის უილი ჯოზეფ ქენსელი ემსხვერპლა, მაისში კი სოფელ დოროჟნიანკასთან ნაღმზე 52 წლის სტივენ ზაბელსკი აფეთქდა.