ბრიტანული დაზვერვა: ხერსონის ოლქში ბოლო ორი დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

ბრიტანული დაზვერვა: ხერსონის ოლქში ბოლო ორი დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

ხერსონის ოლქში ბოლო ორი დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბრძოლები გრძელდება უკრაინული ჯარის კონტრიერიშის ფარგლებში, მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს.

„როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს, შეაყოვნოს უკრაინული ჯარის იერიში, რისთვისაც მდინარე ინგულეცის გასწვრივ არტილერიულ ცეცხლს იყენებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.