საპარლამენტო უმრაველესობის წევრის, რატი იონათამიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებასა და ამ თემაზე, რადიკალური ოპოზიციის კომენტარებს პასუხობს.
„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ნედ პრაისმა თავისი განცხადება საქართველოსადმი მკაფიო მხარდაჭერით დაიწყო. როდესაც ჩვენი ოპონენტები [ელჩზე] თავდასხმაზე საუბრობენ, თუ ვინმეს დაავიწყდა, მე გავახსენებ, როდესაც სააკაშვილი დასავლეთს იმპერიასა და კოლონიური ზრახვების მქონეს უწოდებდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სტრასბურგის სასამართლოს უწოდებდნენ კორუმპირებულ რუსულ სასამართლოს და გვარამია და სხვები პირდაპირ ესხმოდნენ თავს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების - აშშ-ის, გერმანიის, სხვა დასავლური ქვეყნების ელჩებს. ნედ პრაისის განაცხადია, ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო, როდესაც მან აღნიშნა, რომ ის სასამართლო ქეისებს არ იცნობდა, ანუ, ფაქტობრივად, იმას, რაზეც ჩვენს საზოგადოებას ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვები ჰქონდა. ცხადია, მოსამართლეს არავინ არ უნდა მოსთხოვოს ანგარიში, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. ეს ძალიან უხეში ჩარევაა. ამაზე ჩვენ განმარტებები დღემდე არ მოგვისმენია. როგორც ჩანს, ვაშინგტონში ამ საკითხით დაინტერესდნენ“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.