საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხრისტო გროზევი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე ოლიგარქს, მათ შორის საკუთარი პარტიის დეპუტატს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.
„დღეს ხშირი, მაგრამ დაუდასტურებელი საუბრებია, რომ ზელენსკიმ მოქალაქეობა ჩამოართვა ოლიგარქებს, მათ შორის საკუთარი პარტიიდან“, - წერს ხრისტო გროზევი Twitter-ზე.
ამასთან, მედიის ცნობით, საუბარია იგორ კოლომოისკიზე, ვადიმ რაბინოვიჩსა და გენადი კორბანისთვის მოქალაქეობის „საიდუმლო განკარგულებით“ ჩამორთმევაზე. ამასთან, მედია იტყობინება, რომ შესაძლოა, რაბინოვიჩს სახელმწიფო ღალატის ბრალდებაც ემუქრება.