მიხეილ ყაველაშვილი: ჩანს, რომ ზეწოლა კვლავ განმეორდება, ხელისუფლების შეცვლის სურვილი გაგრძელდება

მიხეილ ყაველაშვილი: ჩანს, რომ ზეწოლა კვლავ განმეორდება, ხელისუფლების შეცვლის სურვილი გაგრძელდება

ღიმილისა და განცხადებების უკან კვლავ ჩანს და გამოჩნდება კიდეც, რომ კვლავ განმეორდება იგივე ზეწოლა. რატომ მეორდება კვლავ ზეწოლა ხელისუფლების მიმართ, რადგან ხელისუფლების ცვლილებაზეა საუბარი. ამ ხელისუფლებასთან ერთად ვერ მიაღწიეს იმას, რომ საქართველო როგორმე ომში ჩაერთოთ, ამ ეტაპისთვის ეს მიზანია, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიძინა განაცხადა.

არასოდეს არ გვითქვამ ჩვენ, რომ ამის ავტორია ევროკავშირი ან აშშ. ძალები, რომლებიც არსებობენ, რომლებიც ამ ყველაფერს ქმნიან, შეიძლება მთლიან, ერთიან ევროკავშირს არ წარმოადგენდეს, ერთიან ამერიკის შეერთებულ შტატებს არ წარმოადგენდეს, მაგრამ ამ ეტაპისთვის მათთვის სასარგებლო იყოს ის, რომ ამ ომში საქართველოს ჩართულობა უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა რუსეთის ფედერაციას. მხოლოდ ამ ლოგიკიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ ეს კარგი იქნებოდა. ამ ძალას შესაძლოა აშშ-იც და ევროკავშირშიც აქვს გავლენა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.