საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მახლობლად, პენტელის რაიონში მეხანძრეები მეორე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვიან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე 485 მეხანძრე, მოხალისეები, 120 სახანძრო მანქანა, 3 სახანძრო თვითმფრინავი და 5 ვერტმფრენი არის მობილიზებული. გარდა ამისა, ტყის ხანძრებთან ბრძოლაში ჩართულია 28 მეხანძრე რუმინეთიდან.
ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი, რომელიც, სინოპტიკოსების ვარაუდით, ხვალამდე შენარჩუნდება.
„რთული ღამე იყო. ქარის ინტენსივობისა და სიჩქარის გამო, ცეცხლი მუდმივად იცვლის მიმართულებას ღამის განმავლობაში, რის გამოც მეხანძრეების ამოცანა კიდევ უფრო რთულდება“, - განაცხადა სახანძრო სამსახურის პრესმდივანმა იანის არტოპიოსმა.