ისრაელის თავდაცვითი ძალები განაგრძობენ გულმოდგინედ მომზადებას ირანის რეჟიმის წინააღმდეგ დარტყმისთვის და ვალდებულნი არიან, ყველა სცენარისთვის მზად იყვნენ, - განაცხადა ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ავივ კოხავიმ.
„ისრაელის ზურგის მომზადება შემდეგი კამპანიისთვის ამოცანაა, რომელიც უნდა დაჩქარდეს უახლოეს წლებში, განსაკუთრებით იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომ საჭირო იქნება მოქმედება ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ. ისრაელის თავდაცვითი ძალები განაგრძობენ გულმოდგინედ მომზადებას ირანის რეჟიმის წინააღმდეგ დარტყმისთვის და ვალდებულნი არიან, ყველა სცენარისთვის მზად იყვნენ. ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სამხედრო ვარიანტის მომზადება მორალური ვალდებულება და ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნაა. [ირანის] ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებისთვის მომზადება ისრაელის თავდაცვითი ძალების მომზადების ცენტრშია და სხვადასხვა ოპერატიულ გეგმას მოიცავს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა.