უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: უკრაინამ ბრძოლის ველზე სიტუაციის სტაბილიზება მოახერხა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: უკრაინამ ბრძოლის ველზე სიტუაციის სტაბილიზება მოახერხა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე სიტუაციის სტაბილიზება მოახერხა.

„ჩვენ მოვახერხეთ სიტუაციის სტაბილიზება. სიტუაცია რთული, დაძაბული, მაგრამ სრულად კონტროლირებადია.

მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი თავდაცვის ხაზებისა და პოზიციების შენარჩუნებას, არის M142 HIMARS-ის დროული მიღება, მიზნობრივი დარტყმები მტრის სამეთაურო პუნქტებზე, საბრძოლო მასალისა და საწვავის საცავებზე“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.