უკრაინის პირველი ლედი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია. ოლენა ზელენსკა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა და მისგან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობა პირადად მიიღო.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ „ფეისბუქში“ დაწერა, ენტონი ბლინკენის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სუვერენული, დამოუკიდებული უკრაინა იარსებებს ბევრად დიდხანს, ვიდრე პუტინი, უცვლელია.

უკრაინის პირველი ლედი კონგრესსაც მიმართავს. ოლენა ზენელსკას სიტყვით გამოსვლა ხვალ, 20 ივლისს, ვაშინგტონის დროით დილის 11 საათზეა დაგეგმილი.უკრაინის პირველი ლედიშეერთებულ შტატებში ამერიკის პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის მიწვევით იმყოფება.