ვოლოდიმირ ზელენსკი: 2 621 დასახლება ჯერ კიდევ ოკუპანტების კონტროლქვეშ რჩება

ვოლოდიმირ ზელენსკი: 2 621 დასახლება ჯერ კიდევ ოკუპანტების კონტროლქვეშ რჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, ომის 145-ე დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელებმა 1 028 დასახლება გაათავისუფლეს ოკუპანტებისგან, 2 621 დასახლება კი, ჯერ კიდევ ოკუპანტების კონტროლქვეშ რჩება.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საინფორმაციო კომუნიკაცია ყველა ამ დასახლებასთან - ყველგან, სადაც ხალხია, შეძლებისდაგვარად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

145-ე დღეა, უკრაინა რუსეთის აგრესიას იგერიებს. საოკუპაციო ძალები საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებს არ წყვეტენ, როგორც ქვეყნის აღმოსავლეთ, ისე - სამხრეთ ფლანგზე.