რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, საკვირაო ქადაგებისას, მრევლს მიმართა და უკრაინაში მიმდინარე ომზე გაამახვილა ყურადღება.
„მე ყოველთვის ახლოს ვარ ნაწამებ უკრაინასთან, რომელიც ყოველდღე რაკეტების წვიმაშია. როგორ შეიძლება, ვინმეს არ ესმოდეს, რომ ომს მხოლოდ ნგრევა და სიკვდილი მოაქვს, ადამიანებს აშორებს და სიმართლესა და დიალოგს კლავს. ვლოცულობ და იმედი მაქვს, რომ ყველა საერთაშორისო აქტორი ნამდვილად იმუშავებს მოლაპარაკებების განახლებისთვის, რათა ომის უაზრობა არ გაღვივდეს“, - განაცხადა მან.