რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინას „განკითხვის დღით“ დაემუქრა.
„ცალკეული ეგზალტირებული, სისხლიანი კლოუნები, რაღაც განცხადებებით, პერიოდულად ჩნდებიან და ცდილობენ, დაგვემუქრონ, გულისხმობენ რა თავდასხმას ყირიმზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა, განვაცხადო, რომ როგორც ჩანს, მათ ასეთი განცხადებების შედეგები სრულად ესმით. შედეგები კი აშკარაა - თუ რაიმე მსგავსი მოხდება, ყველა მათგანისთვის, მომენტალურად დადგება ძალიან სწრაფი და მძიმე განკითხვის დღე. დამალვა ძალიან რთული იქნება“, - თქვა მედვედევმა.