ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის წინააღმდეგ ახალი მიდგომის და ზომების ჩამოყალიბების დროა, რათა დავასრულოთ უკრაინაში ომი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის წინააღმდეგ ახალი მიდგომის და ზომების ჩამოყალიბების დროა, რათა დავასრულოთ უკრაინაში ომი

ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას გადარჩეს, ხელი შევუწყოთ უკრაინის ევროპულ პერსპექტივას, გავაგრძელოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და ამ შეზღუდვების იმპლემენტაცია, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა ახალი ზომები მიიღოს.

„მე კოლეგების წინაშე გამოსვლისას გავამახვილებ ყურადღებას, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის ახალი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, როგორი უნდა იყოს ახალი მიდგომა, რაც ზოგადად რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას ეხება. ვფიქრობ, ახლა დროა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომებისა და მიდგომის ჩამოსაყალიბებლად, რათა დავასრულოთ უკრაინაში ომი და მზად ვიყოთ ახალი სასტიკი ქმედებებისთვის, რომლებსაც რუსეთი ამზადებს. ამ თემაზე ფართო მსჯელობის გაიმართებს პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ორგანიზაციაში არსებობს ფუნდამენტური პრინციპები, რასაც ეფუძნება ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა, რაც შესაცვლელია, განსაახლებელია და ახალ რეალობასთან მოსარგებია. მზად უნდა ვიყოთ დავიცვათ თავი რუსეთიდან მომავალი საფრთხეებისგან. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას გადარჩეს, ხელი შევუწყოთ უკრაინის ევროპულ პერსპექტივას, გავაგრძელოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და ამ შეზღუდვების იმპლემენტაცია“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.