საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან საუბარში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.
„გუშინ ვინიცის ცენტრზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 23-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ასზე მეტი მოქალაქე საავადმყოფოებში იმყოფება, ათობით მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. მტერი სასწავლო წლის დაწყებამდე მიზანმიმართულად ანადგურებს სასწავლო დაწესებულებებს. სადგურის დაბომბვა კრამატორსკში, სავაჭრო ცენტრი კრემენჩუკში. ეს ყველაფერი ტერორისტული აქტებია“, - აღნიშნა დენის შმიგალმა.
უკრაინის მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების პოლიტიკის გატარების მნიშვნელობას.