ქალაქ ვინიცაში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბორზოვი ავრცელებს.
მისივე განცხადებით, საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 68 დაზარალებული, მათ შორის 4 ბავშვი, კიდევ 4 მოქალაქე კი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ვინიცაზე სარაკეტო იერიში რუსეთმა 14 ივლისს მიიტანა. დაიბომბა რამდენიმე ადგილი, მათ შორის ოფიცერთა სახლი, სამედიცინო ცენტრი, საოფისე შენობა, მაღაზია და ათობით საცხოვრებელი სახლი.