აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
გამოცემა New York magazine-თან ინტერვიუში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა ფიქრობს, როდის გამოაცხადოს მიღებული გადაწყვეტილება - კონგრესში შუალედურ არჩევნებამდე (ნოემბერი) თუ არჩევნების შემდეგ.
„გადაწყვეტილება უკვე მივიღე. ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერაფერი მოახდენს. [კონგრესში] არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ გამოვაცხადებ? ეს ჩემი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. აცნობეთ ეს ხალხს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.