ევროკომისია მომავალი კვირისთვის გაზით მომარაგების ავარიული გეგმის წარსადგენად ემზადება. ცნობას გერმანული „tagesschau.de“ ავრცელებს.
დოკუმენტში, შემოდგომასა და ზამთარში გაზის უკმარისობის შემთხვევაში, რეაგირების გეგმა, მათ შორის საზოგადოებრივი და კომერციული შენობების გათბობის მაქსიმალური ტემპერატურაც იქნება მითითებული, და ის, სავარაუდოდ, 19 გრადუსით განისაზღვრება.
გამოცემა ევროკომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ დიდია ალბათობა რუსეთმა საერთოდ შეწყვიტოს გაზის მიწოდება. სააგენტო „როიტერი“ ასევე იუწყება, რომ ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა, ბუნებრივი აირის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმება აზერბაიჯანთან გააფორმონ.