ბრიტანული დაზვერვა: თუ რუსული საოკუპაციო ჯარი სივერსკს დაიკავებს, მათი შემდეგი სამიზნე ბახმუტი იქნება

ბრიტანული დაზვერვა: თუ რუსული საოკუპაციო ჯარი სივერსკს დაიკავებს, მათი შემდეგი სამიზნე ბახმუტი იქნება

თუ რუსული საოკუპაციო ჯარი სივერსკს დაიკავებს, მათი შემდეგი სამიზნე ბახმუტი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რუსული ჯარი ნელი ტემპით დასავლეთის მიმართულებით მიიწევს წინ.

„ლისიჩანსკის მხრიდან სივერსკის მიმართულებით დარტყმებისა და იერიშების შემდეგ ოკუპანტებს სურთ, გაათავისუფლონ გზა სლავიანსკსა და კრამატორსკზე შეტევისთვის. კუნძულ ზმეინის დატოვების შემდეგ რუსეთი ცდილობს უარყოს ის ფაქტი, რომ უკრაინამ კუნძულზე კონტროლი დაიბრუნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.