გაეროს ლტოლვილთა სააგენტო: ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა 9 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო: ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა 9 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 9 136 006 სასაზღვრო კვეთა აღრიცხეს. ევროკავშირის ქვეყნებს შორის, უკრაინელი ლტოლვილების მიმღებთა შორის პირველი პოლონეთია - ამ ქვეყანამ 1 221 596 ლტოლვილი შეიფარა.

პოლონეთს მოსდევს გერმანია, სადაც 900,000 უკრაინელი ჩავიდა, ჩეხეთმა 391 000 ლტოლვილი მიიღო, თურქეთმა და იტალიამ კი, დახლოებით, 150 000-150 000 უკრაინელი.

გაეროს შეფასებით, 12 ივლისის მდგომარეობით, რუსეთში უკრაინიდან 1 625 531 ლტოლვილი ჩავიდა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მიერ ევროპის ექვს ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების უმრავლესობას, რომლებმაც იქ თავშესაფარი მიიღეს, ომის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნება სურს.